ქარაფს შემომდგარი
სისხლი კაპილარებს მძლავრად ეხეთქება, თითქოს აზვირთებულ ტალღებს ეჯიბრება. სული არ მშვიდდება, ფიქრებს ეჭიდება, წარსულ დღეთა ჯაჭვი სიზმრად მევლინება... დგება ის წამებიც, სიოს მძლავრი რწევა, ჩემს დალალებს ახლა ქარი ერკინება. მჭმუნვარების რიდე ნაკვთებს მიეწება, თითქოს შეეზარდა და აღარ შორდება... ოი ის ზმანება, ის ფარული სევდა, გრძნობით გათანგული ორი გულის შეყრა, მე მივიწევ იქით, სადაც გზა მთავრდება, უფსკრულისკენ მიმაქვს დაგროვილი წყენა. ქარაფს შემომდგარი უღვთო გახევება, ღვთიურ საწყისებთან მიქადს განშორებას... იმედს არ სჩვევია არდროს დანებება, სულს სხეულთან უწევს ზავის გაფორმება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი