მზედ ჩავესვენე


მზედ ჩავესვენე


გრძნობა ჩაესხა ღაწვის ფოსოში,
ვერ ამოვაშრე, ჩაჟონა კანში...
ჩამიგდავს თავი ტანჯვის ორმოში, 
სანამ ღიმილი მაკვრია ფარსი.

ლაჩარს აკითხავს გმირი სოროში?! 
სად იკვეთება ამ ორ შორს ზღვარი... 
ღმერთის ქმნილებს გადისვრის ომში, 
ძალა დამგმობი ღვთის ტახტის, ხატის.

აალებულან გრძნობები წყლულზე, ქორონიკონის კენტ დღეს მე მოვკვდი. დამამშვრალ ხელებს დამაწყობ გულზე, 
შენი სურნელის ჩასუნთქვას მოვრჩი...

ფიტულშერჩენილ უმზეო თვალებს, 
შეურჩევიათ სამარხი ჩემთვის... 
შორეთის ზარმა შეგრგვინა ყვავებს. 
მზედ ჩაესვენა, რად ეძებთ ფერხთით!...

კვლავ გიჟურ როკვას დაიწყებს ღამე, 
ხვაშიადს შესძახს აკლდამის თხემზე.. 
თქეშს თან მოჰყვება სიტყვები მაცნედ. 
კვლავ მონოლოგი! მიღირს კი რამედ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი