დროა გაიღვიძო


მიენდე ხელებს, მგოსანის მხლებლებს,
მიჰყევი ფეხებს, უკან არ მხევებს...
თვალებს ნამისფერს ღამენათევებს,
სძალმუძთ შეებნენ წყვდიადთ გამფანტებს.

ვხედავ რომ იხევ, უხმობ გამვლელებს,
თითქოსდა საღ აზრს შენში ვერ ავლენ...
ამაოების გუშაგთ ხიბლს რა სძენთ?
ის რომ ყოველთვის ჰპოვებ მანდ კვალებს.

ღაწვებს ღაჟღაჟებს, კურცხლთა სატევებს,
ჩამოიხოკავ, ართობ კვლავ მნახველთ...
რად არ ჩარაზავ ყველა დარაბებს?
მნათე მანდა თვლემს, შენ კი ვერც ამჩნევ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი