უძრაობა


გარინდულან ხენი და მე ვეღარ ვხვდები,
შეიცვალე გეზი, თუ ზურგსუკან ცდები...
აკინძულან დღენი როგორც განაჩენი,
აღასრულებს სასჯელს ვიღაც არ დამრჩენი...

მოელვარე ფოთლებს გამოეყოთ ფერი,
ბნედა იპყრობს ბაგეთ, ახლაც ქარაგმებით...
შიგნით მბორგავ მხეცმა არ სცნო განაწესი...
რუდუნებით ჰმოსავს სტროფებს დანაფლეთით...

ცახურილი მთები თვისკენ მიხმობს ღვრემით,
სათნოებას მითვლის ვიღაც დანანებით.
ალესილა ენა, მყიფე, ავ არსებით,
კვლავ იღლება ტვინი ყოფის გააზრებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი