ის, რაც ალბათ ბოლოს მოგიღებს.
ის, რაც ალბათ ბოლოს მოგიღებს. ის შეგრძნება, როცა რიგში ვიღაც მოგშტერებია როცა საყვარელ ადამიანს მთელი სხეული წყლულებით აქვს დაფარული როცა დედა რეკავს, მხოლოდ იმისთვის რომ მოგესალმოს როცა ჭამ ყველს და ეწევი ცხრიდან ექვსამდე მუშაობ იაფასიან ზმანს ყიდულობ თამაშობ ლოტოს როცა დაბადების დღე გაქვს და შენ თვითონაც გავიწყდება როცა ვინმე რეკავს, რომ ვიღაცის სიკვდილი შეგატყობინოს როცა აღებ სადარბაზოს კარს აღებ პირს კონვერტს როცა გეუბნებიან, რომ მახინჯი ხარ და შეც იჯერებ როცა სისხლში ხარ ამოთხვრილი როცა მილიონ დოლარიან შეკითხვაზე არ გაქვს პასუხი და არასოდეს არ იცინი გესიზმრება, რომ ფეხზე ტარაკანი ამოგაცოცდა, იღვიძებ და ტარაკანა მართლაც ფეხზე ზის მარტო იღვიძებ იღვიძებ ვინმესთან ერთად ნაღების კარაქი ლორი მცენარეული კარაქი რევოლვერი დანა და ქვები როცა ტელეფონზე გეუბნებიან, რომ დადებითი პიროვნება ხარ და შენ არ გაქვს ორგაზმი და ბაქტერიები ყველა ყველას იცნობს თუ შენი მეზობელი სერიული მკლვლელია, რომელზეც წერენ ყველა გაზეთში და თუ შენ ხარ ის სერიული მკვლელი ხარ რომელზეც წერენ ყველა გაზეთში როცა გწამს ღმერთის როცა არ გწამს როცა თეთრი მამაკაცი ხარ და როცა არ ხარ ხელისუფლება რძის ფხვნილი პოლიციელი გადასახადები ბიჭი, რომელიც გითვალთვალებს, ანძევს პროსტიტუცია გაუპატიურება რეკლამა ადამიანი, რომელიც გიყურებს და გეუბნება - მძულხარ! და შენ იღებ ბევრ ნარკოტიკს ან არ იღებ საერთოდ ნარკოტიკს როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ როცა მხოლოდ დანარჩენებზე ფიქრობ ის მომენტი, როცა ავტომოპასუხე იწყებს ჩანაწერს ზედმეტად ცდილობ ცდილობ იყო ის ვინც ხარ ცდილობ სხვა იყო იცი, რომ ჩვენ არ ვარსებოთ გჯერა ფილოსოფიის არაფრის არ გწამს როცა გიყვარს ახლობლები ვერ იტან შენ ახლობლებს როცა არ გაქვს ფული არ გაქვს ემოციები როცა გატყუებს მეგობარი როცა საკუთარ თავს ატყუებ როცა იცი რომ შენი პარტნიორს ვერ აკმაყოფილებ როცა შენ თვითონ ხარ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ვერასდროს ვერ იღებ რაც გინდა როცა ითხოვ ორდერს და ეგრევე წარმოგიდგენენ ყვები ყველაზე საშინელ საიდუმლოს, პასუხად კი მხოლოდ: ჰა? თუ ფიქრობ რომ შენი ცხოვრება - კინოა ასანთია ბენზინია კარგი წიგნია თუ არასდროს არ გახსოვს სიზმრები თუ საერთოდ უსიზროდ გძინავს გჯერა რომ რეიგანი, ჯორჯ ბუში, ტიპერ გორი, ჯესი ჰელმს, ოლი ნორტი და სხვა ამერიკელი კონსერვატორი ფაშისტები ქვეყნისთვის ყველაფერს აკეთებენ ელოდები, რომ რამე მოხდება და იგებ, რომ არაფერიც არ მოხდება ომები შოკური თერაპია სიძულვილი განმეორება ისტორიის განმეორება საკუთარი თავის განმეორება უყურებ როგორ გადის შენი გვერდის ავლით დრო ზიხარ დივანზე და უყურებ როგორ გადის დრო ლპები შენს ბინძურ დივანზე და უყურებ როგორ მიედინება ფსელივით დრო და უარს ამბობ და ყველაფერში დამნაშავე ღამეებია, როცა მარტო ხარ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი