სამი დემონი
სამი დემონი გამარჯობა ძვირფასო. შენ არ იცი ჩვენ შესახებ,მაგრამ ჩვენ შენ გიცნობთ. მე ერთ-ერთი ვარ იმ დემონებს შორის,რომლებიც დაბადებიდან შენთან არიან. ხომ ხედავ,ამ სამყაროში ზოგიერთ ადამიანს,განზრახული აქვს სიდიადე,განზრახული აქვს,ბედნიერად,სრულყოფილად ცხოვრება. შენ,ვშიშობ ამ ადამიანთა რიცხვში არ შედიხარ და ჩვენი საქმეა,რომ ამაში დაგარწმუნოთ. ვინ ვართ ჩვენ?! ჰო,რა თქმა უნდა,ნება მიბოძე გაგეცნოთ : სირცხვილი ჩემი უმცროსი ძმაა,დემონი შენს მარცხენა მხარზე. სირცხვილი გეუბნება,რომ უცნაური ხარ,რომ ეს აზრები რაც გაქვს,არ არის ნორმალური და ვერასდროს მოერგები ამ სამყაროს. სირცხვილმა მაშინაც ჩაგჩურჩულა,როდესაც დედამ მასტურბაციის დროს გამოგიჭირა. სირცხვილი,ერთადერთია,რომელიც საკუთარ თავს გაძულებს,უსუსურს გხდის. შიში. შიში შენს მარჯვენა მხარზე ზის. ის ჩემი უფროსი ძმაა,ისეთი ძველი,როგორიც სიცოცხლე. შიში ყველა ბნელ კუთხეს ურჩხულებით ავსებს. ყოველ უცნობს ბნელ ქუჩაზე,მკვლელად აქცევს. შიში ხელს გიშლის,რომ შენს ტურფას შენი ნამდვილი გრძნობების შესახებ უთხრა. ის გეუბნება რომ ჯობია არ სცადო,ჯობია რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა სამუდამოდ. გეუბნება და გაიძულებს,რომ საკუთარი ციხე ააშენო. მაშინ,მე ვინ ვარ?!...მე დემონებს შორის ყველაზე საშინელი ტიპი ვარ. მაგრამ შენ როგორც მეგობარს,ისე მიყურებ. შენ მაშინ მომმართავ მე,როცა აღარაფერი გრჩება,რადგან მე ყოველთვის შენს გულში ვბინადრობ და შენით ვიკვებები. მე ვარ ის,ვინც გაიძულებს გაუძლო. ის ვინც შენ,ტანჯვას გიხანგრძლივებს. პატივისცემით,იმედი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი