რუსის ბიჭი


***
სამზარეულოში საჭმელს ვაკეთებდი და ჩემდაუნებურად ფანჯრიდან გავიხედე.
აი.
ისევ ის ბავშვი.
ყვავილებს ვინც მიფუჭებს.
რუსის ბიჭი.
ასე ვეძახი.
ოხ,ოხ შეხედე თან როგორ გულიანად მიფუჭებს.
რა ქნას ბავშვია,მაგრამ ყვავილებსაც ხომ სტკივათ.
ჰოდა,გავმწარდი.
გავბრაზდი.
გავვარდი ეზოში და დავუწყე ამ ბავშვს ჩხუბი.
ხულიგანი,თავხედი ეს. 

-შტო ხოჩიშ ა?! - ახლოს დავუდექი. 
არაფერი მიპასუხა თვითონ,გამწარებული თვალებით მიყურებდა.
-რა დაგიშავა შვილო ამ ყვავილებმა?!-დავუყვავე. - ამათაც ხომ სტკივათ,კაცო. 

ხმა არ ამოუღია.
იდგა ძეგლივით და თვალებში მიყურებდა.
ვაიმე,ვიფიქრე,ცუდად ხომ არ არის მეთქი.

-პლოხა ბიჭო,თუ რაიყო?! .
მივხვდი სციოდა. 
აბა,დედამისი მისდღემში სახლში არ იყო და ეს ბავშვიც ასე,ქუჩა-ქუჩა დადიოდა.
შემეცოდა.
წამოდი - მეთქი,ხელით ვანიშნე.
არაფრის დიდებით წამოვიდა.
ხმასაც არ იღებდა.
კიდევ ერთხელ მიარტყა ფეხი ყვავილს და მითხრა : 

-Твой муж,ублюдок.
-აჰა,ახლა ჩემს ქმარსაც მისწვდი არა?!-გამეცინა.
მერე მოვკიდე ქეჩოში ხელი ამხელა ბიჭს და შემოვიყვანე სახლში,ისეთი მაღალია,კარებს კინაღამ აარტყა თავი.
ისე ესიამოვნა ბავშვს სითბო,რომ გამიხარდა.
რუსულად ვუთხარი,დაჯექი ჩაის გაგიკეთებ მეთქი.
თვითონ სიარული დაიწყო,სახლს ათვალიერებდა,ყველა კუთხე-კუნჭული შემოიარა.
მე სამზარეულოში ჩაის ვაკეთებდი და ხანდახან გავხედავდი,ღიმილით.

-ქართული სულ არ იცი ბიჭო?!.
სკამზე ჩამოჯდა.
-როგორ არ ვიცი. - მითხრა გამართულად.
-ოჰ,აბა რაღას მაწვალებ?! გეთქვა აქამდე...- გავუღიმე.
-მე კი არა,შენ მაწვალებ. - ამომხედა.
-რაო?! მე როგორ გაწვალებ?! - გავუღიმე და მის პირდაპირ სკამზე ჩამოვჯექი.
-ხვალ მივდივარ...ვინღა დაგიმტვრევს ყვავილებს?! - სვიტრის მკლავები ჩამოიწია,უხერხულად იჯდა სკამზე.
მე გემრიელად გამეცინა.
-სად მიდიხარ?! - დავინტერესდი.
-შორს... - თვალებში მიყურებდა.
-მითხარი სად?! - წამოვდექი,ჩაი დავუსხი და წინ დავუდგი.
-არ მინდა ჩაი,რომ წავალ მერე უფრო მომენატრება შენი ჩაი...და რომ ვერ დავლევ, с ума сойду.
-ნუ გეშინია,გაგატან ჩემს ჩაის.. - გავუღიმე.
-შენს ქმარსაც უკეთებ ხოლმე ჩაის?! 
-ჩემს ქმარს?! .
-ჰო,იმ სვოლაჩს.
-არ მყავს ქმარი ! - ვუღიმი. 
-კაკ ?! ჩემი თვალით დავინახე.
-ის გუჯა,ჩემი ძმაა. - ვიცინი,ვფიქრობ რა საყვარელია.
-არ მჯერა. - ჩაის დაჰხედა.
-დალიე,გათბები - ახლოს მივუწიე.
-არ მინდა - მეთქი ! 
-არ გინდა,ნუ გინდა..მე დავლევ. - მისი ჩაი მე მოვსვი. - მმ...კარგია. - ვიღიმი.
-იქ,რომ წავალ,კარგ ყვავილებს გამოვატან შენთვის.
-სად მიდიხარ,კი მაგრამ?! 
-შორს - მეთქი. - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
-მეც წამიყვანე - გავეხუმრე. 
-ნუ მაშაყირებ ! არ მომწონს. 
-ბოდიში ბატონო...ბოდიში. - ხელები ზევით ავწიე,დანებების ნიშნად. 
მძიმედ ჩაისუნთქა.
-გიყვარს ყვავილები?! - მკითხა.
-არც ისე,უბრალოდ კარგები არიან..-გავუღიმე - მაგრამ,არცერთი აღარ დამიტოვე ცოცხალი.
-უკეთესებს გამოვგზავნი. შენსავით ლამაზებს. - გაეღიმა მკრთალად. მე გამეცინა და ვკითხე :
-როდის მიდიხარ?!.
-დღეს…საღამოს. 
-დედამ იცის?!
-არ იცის და არც არის საჭირო.-ფანჯრისკენ გაიხედა,ახლოვდებოდა საღამო ნელ-ნელა.
-რითი მიდიხარ?! 
-მანქანით…მე და ირაკლი მივდივართ.
-გაგატან რაღაცებს,ჰო?! - ფეხზე წამოვდექი.
მაჯაში ჩამავლო ხელი და გამაჩერა.
-არ გინდა არაფერი,დაჯექი… - დამქაჩა და სკამზე დამსვა ისევ. 
-ცივა ! გაცივდები,შორს მივდივარო ხომ თქვი,ჰოდა იმ შორს,ხომ საერთოდ ეციება.
-შენი ფოტო გაქვს?! - მკითხა.
-რა?! - დავიბენი.
-ფოტო,შენი. 
-როგორ?! ტელეფონში?! 
-არა,ფოტო…“კურტკის” ჯიბეში,რომ ჩავიდო. 
-მაქვს…როგორ არ მაქვს. 
-Ну, это то, чего я хочу. - მიღიმის. 
-ჩემი ფოტო გირჩევნია,თბილ ტანსაცმელს?! - გავეხუმრე,მაგრამ კი ავნერვიულდი.
-ჰო..
-გაგატან… - გავუღიმე,სადღაცას მოვნახე,ჩემი ფოტო და ხელის გულზე დავუდე.
კარგა ხანი მიყურა,ხმა არ ამოგვიღია არცერთს.
სულ გაგიჟდა ეს ბავშვი - მეთქი,გავიფიქრე და თვალი ავარიდე.
ტელეფონში მესიჯი,რომ მიიღო ფეხზე წამოდგა,ჩემი წასვლის დრო არისო,დაიხურა ქუდი და ნელი ნაბიჯებით კარისკენ დაიძრა.
-გაგაცილებ - უკან ავედევნე. 
-არ გინდა,ცივა….იყავი. - კართან გამაჩერა.
მე მაინც არ დავუჯერე..
შენ ვინ გეკითხება - მეთქი და უკან გავყევი.
ეზოს,რომ გავცდით ჭიშკართან მანქანით ელოდა ვიღაც.
ალბათ ძმაკაცი ან ამხანაგი,რავიცი.
სიგარეტს გაუკიდა,მაღალი ფიგურა,ჩემკენ შემოტრიალდა და ცოტახანი მიყურა.
მომეწურა გული,მივეჩვიე ყოველ დილით,მასთან ჩხუბს,ვერთობოდი კიდეც..ახლა მართლა ვინღა დამიმტვრევდა ყვავილებს..ან ვის გამოვლანძღავდი უთენიას.
ცრემლებით ამევსო თვალები,მენანებოდა,არც ის ვიცოდი სად მიდიოდა,არც ის ვიცოდი როდის დაბრუნდებოდა,ან საერთოდ დაბრუნდებოდა?!
მაგრამ,მე რას ვიზავდი,პირჯვარი გადავსახე და დავემშვიდობე.
მშვიდი ხმით მითხრა : 

-Я люблю тебя,Ная.

და წავიდა…

ვიდექი,გაქვავებული…ვბრაზობდი ამ ბავშვზე.
რას მიბედავს ამხელა ქალს - მეთქი.
მაგრამ მეცოდებოდა.
მერე ისევ ვბრაზობდი ამან რა იცის სიყვარულის - მეთქი…და თვალს,რომ მიეფარა ის ბნელი მანქანა,მაშინ ავტირდი,კარგა ხანი ვტიროდი.
რა მექნა,გული ამიჩუყდა.
ოცდაშვიდი წლისა ვარ და ჯერ ხომ არავის უთქვამს ვინმეს,რომ ვუყვარდი და თანაც ასეთი გრძნობით.

***

ხუთი წელი არ გამოჩენილა ჩემი რუსის ბიჭი…მაგრამ ერთ საღამოს,მარკეტიდან დაბრუნებულს,ბიჭი ამედევნა კართან.
ნაია დეიდაო დამიძახა.

-ბატონო?! - გამიკვირდა.
-ეს თქვენ ! - ხელში კონვერტი მომაწოდა…და პატარა ყვავილიც ზედ დააყოლა.
მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი,ისე უცებ აორთქლდა.

სახლში შესულმა,გიჟივით გავხსენი კონვერტი და გაშმაგებულმა დავიწყე კითხვა : 

“Привет, Ная ! Как ты ?! მაპატიე,ასე რომ გავქრი…გილოცავ იუბილეს. 
Я так скучаю по тебе, что всё болит.
მე კარგად ვარ ნაია.
ნუ გეშინია,თბილად მაცვია. 
მინდა,რომ უბრალოდ სახლის კარი გამოაღო და მაპატიო,ყველა ის ტკივილი რაც შენს ყვავილებს მივაყენე.
я люблю тебя, на.
შეხვედრამდე. 

- კიტა. “ 


ღაპა-ღუპით მდიოდა ცრემლი.
კარები,რომ გავაღე…ყველა,სათითაოდ,ლამაზად დალაგებული,ზუსტად ის ყვავილები ელაგა ჩემი კარის წინ,რომელსაც ყოველთვის მიფუჭებდა.
აჟიტირებული,ვეხვეოდი ყვავილებს და უფალს ვუხდიდი მადლობას,რომ ჩემი რუსის ბიჭი,სახსალამათი იყო,სადღაც შორს.

***

წერილის მიღებიდან,ზუსტად მეორე დღეს,დილით ძალიან ადრე,ვიღაცამ,კარებზე,რომ მომიკაკუნა,გაბრაზებული წამოვდექი.
სულ ლანძღვით მივედი,კარებამდე,მაგრამ,რომ გამოვაღე,გავშრი…

ჩემი რუსის ბიჭი იდგა იქ.
ისევ მაღალი,მეტად ლამაზი,დამშვენებული,ჩვეული დიდი მწვანე თვალებით და ეშმაკურად მიღიმოდა.

-Как ты,на…?! 

…

დასასრული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი