დრო!!!
სულ მგონია რომ სადღაცას მეჩქარება. ბავშვობიდან დამჩემდა ან ტრამვას ვაბრალებ. სულ მაჩქარებდნენ, ხანდახან სკოლიდან რომ მოვდიოდი, თუ ზუსტ დროზე არ მივიდოდი სკოლიდან სახლში, მეგონა რომ აუცილებლად მეჩხუბებოდნენ და გამომკითხავდნენ : “სად იყავი ამდენ ხანს ?!” მეც უბრალოდ ნამდვილად თავს “გავიმართლებდი” და ქოშინით ვეტყოდი, არსად, უბრალოდ აღმართზე ნელა ამოვდიოდი მეთქი. საშინელი აღმართები გვაქვს, მართლა თუ არ შეისვენე მომენტებში ალბათ მოგკლავს. ახლაც ასე ვარ, სახლში რომ მოვდივარ, მგონია რომ აუცილებლად ჩქარა უნდა მოვიდე. არა, ნელი სიარული არ მჩვევია, სულ გიჟივით დავდივარ მგონი, მაგრამ მიხვდებით ალბათ რაზეც ვსაუბრობ. ყველგან, ყველაზე ადრე მივდივარ, დაგვიანება არ მიყვარს და რახანც ეს წიკი და შიში მაქვს, კარგად მადგება საქმეში. გამოდის, არასდროს არსად დავაგვიანებ, თუ მაინცა და მაინც არ მოვკვდი. ალბათ, ისიცაა, ჩქარა რომ გადის დრო,ყველაფრის მოსწრება მინდა ერთიანად და ყველაფერს ამიტომ ვაკეთებ ასე მანიაკალურად ჩქარად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი