სიცოცხლე


ხედავ? როგორ გაჰყურებს ღრუბელი ზეცას, როგორ ამშვენებს ყვავილს ბუჩქები... აღქმა სილამაზის უპირველესად ირგვლივ ტრიალო მცენარეების მაღლა ცით და დაბლა მიწით ხდება. უყურებ და გაგონებს ვიღაცას სიცოცხლით სავსეს, ზოგჯერ აყვავებული გატკბობს და თვალებში იები მოსჩანს, მზე პირობს და კაცი ორჭოფობს...ვინ იცის რა გაუხარდა. ფიქრობს უკან მდგომი შესცქერის მიახლოებულ მოკაშკაშ ყვავილს, ხასიათი ეცვლება ეს ის არის , რაც მე მჭირდებ, გაიფიქრა და მოწყვიტა. ალბათ ეგონა მუდამ ჩემთან ვამყოფებ,  გულს მონავარდედ სულს დამიმშვიდებს, შუბლს გამიხსნის, კაცს შემაყვარებს, მაგრამ ბოლოა სიკვდილი ბილიკებს მიჰყვება და მცენარის გულს იპყრობს, არ შორდება კაცს იმედიანი მზერა და სადღაც იქვე აგდებს. - მომკვდარა, სად წავიღო? სახლში ხომ არ შევიტან მკვდარს უგზო-უკვლოდ?!
   სიამოვნება მოგვინდა. მცენარე მოვკალით! იტყოდა უცნობი ვიღაც, რომ სიყვარული სიცოცხლეს ახანგრძლივებსო, მაგრამ მან ხომ ამდენ მარცვალ სიყვარულში ერთი ჩინი მოაკლო, უდარდელად ქვაზე მიაგდო, მერე კი,  ჩაქვა ცივიან ზამთარში, თბილად დედის გაშლილ საბანში, უსუსური, მცივანი, პატარა ტანის, ცოდვა ადამიანი.
    იქვე ბუხართან ქალი უცქერის, ჩაფიქრებული სახით, თვალებდაბინდული, თმაშეკაზმული ფიქრობს მის უკუღმართ ცხოვრების წესზე, ჩვეულებაზე, რომელმაც უბიძგა სიკვდილი სიცოცხლეში საარსებო გახადოს, წყალი დაუსხას და გაზარდოს. ერთხელ მოწყვეტილს კვლავ მოწყვიტავენ, კვლავ ეტკინებათ და იტირებენ, ერთი მეტოქე ერთ სულ ოჯახში,  სხვაგან სხვისთვის განკუთვნილი ცრემლები ელით. კვლავ უსიცოცხლო ბოლოს სიცოცხლეს შობს, რადგან ესაა სურვილი დედის!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი