დაკარგული


...და სანამ დავიწყე ფიქრი, კვლავ მომაწვა მოწყენის შიში. გავიფრთხილდები, შორს დავდგები,  უნუგეშოდ გაყოლილ თვალებს ხელით გავუშრობ. ფიქრობს და წარბდაწეული მისი აზრები თავში ნათქვამ ფრაზებს მაგონებს. გაწეული სამსახური ანაზდეული შიშით მაყურებლის თვალებში ამოკითხული  უდროო ბრალიანობის გამოხმაურებად ქცეული, არ დამრჩენია სურვილი კვლავ ერთადგილმიფჩენილი მოლოდინში დავჰყო, ელვით აბნეული ჩემი ცხოვრება.
    ისევ მოსჩანან ტყიდან მგლების თათები, ასე თამამად ფოთლებს ეხეთქებიან და უცნაური მათი თვალები არ გახვედრებენ სადილად გამზადებულ მოშიმშილე მზერას, როგორც კი დავაპირე ტყის ტრიალო სიღრმეს შევჩეხებოდი გაირკვა ამ ცხოველთა მიზანსწრაფვა. გაკვირვებული ვეღარ გავჩერდი, ალბათ შიშით, რახანია გავდივარ ამ ბილიკებს . ვიხედები, ვეღარ ვამჩნევ ნაბიჯებს, უსასრულოდ და უმარტოოდ მეგობრებშეძენილი ვიკვებები გადარჩენის ხავსმოგრეხილი იმედით. არ დამიშავებენ და გადამარჩენენ, დამიცავენ, თუმცა, ასე უმისამართოდ ტყე-ტყე მიმავალი ჩემი ცხოვრება არეული ბილიკების დალაგებით იღლება და სადღაც შუაში გაჩერებული ჩემი სხეული გავდივარ და იღვენთები გრძლადდაფარულ მიწაში ამოსულ მინდვრებში, ბალახები ასულდგმულებენ, სხვასულდაბადებული ისრუტავენ ოდნავ მომშრალო-მოჰაერო სუნს სიცოცხლისას და ტვინი ახალ მოლეკულებს აცოცხლბს. აქიდან იბადება გზები და კარდინალური ცვლილებების ახალი საგა იწყება. 
ავტორი: მარიამი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი