**


მისი ტრაგედია მარტივად აიხსნებოდა ეს მისთვისაც შეუცნობელი იყო მანამდე სანამ გულს არ მატკენდა,ასეა -არ იცოდა,ვერ ხვდებოდა როგორ უნდა ყვარებოდა,თუმცა ცდილობდა მაგრამ მაინც სადღაციდან ფიქრი მჭამდა რომ კი არ იცოდა არამედ უნდოდა რომ არ სცოდნოდა და ამას დაბრალებოდა ყოველივე ჩასახლებული ტკივილი ჩემში,მეც მატკინა,რა უშავს,მე მივეჩვიე,მაგრამ ისეთ ზღაპარში ვიყავი ეს ვეღარ ავიტანე,ვიცოდი იმ წუთიდან იმ წინადადებაზე ფიქრით გავატარებდი მთელ დარჩენილ დროებს როცა ფიქრისთვის ჩამოვჯდებოდი სავარძელში ან მაშინ როცა არ დამეძინებოდა ღამით სავარძელში დატოვებული ფიქრების შემდეგ,ვერ აიტან ადამიანი რადგან თუ ერთხელ დაგანახებენ სიყვარულს შენ შემდეგ სულ ამას ითხოვ,მეც სულ ამას ვითხოვდი მისგან,რადგან მე ვცდილობდი  ვყოფილიყავი ის ვინც მას ბედნიერ ადამიანად აქცევდა,მაგრამ რა,ის ჩემს იმედებს კლავდა მასში და საკუთარს ასახლებდა,როგორც ყველა ადამიანი რომელსაც სიყვარულის ეშინია...იმ ღამით გულ ნატკენმა დავიძინე,რადგან მეც მეშინოდა რომ შემყვარებოდა მეგონა მის გარეშე ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი,იქნებ უკვე მიყვარს?! ამაზე პასუხი არ მაქვს,ისე ვიქცევი როგორც იქცევიან ხოლმე ადამიანები როცა უყვართ,მაგრამ მე არ ვიცი მე როგორ ვიქცევი როცა მიყვარს რადგან ეს არასდროს მომხდარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი