ვერ


ვერ გადიტანა გულმა ზვავი ჩუმი დარდების,
ოჰ,აქამომდის ვის გაკაწვრია სული ესოდენ?!
როს კენწეროში სიტკბოს ნაცვლად უფრო მწარდების,
სხვა ჯოჯოხეთის არსებობის როგორ მჯეროდეს?!

ჩემს საწიერში ღმერთი დაჭრა სისხლის წვეთებმა,
ადამიანებს დაეკარგათ ღირსება თრევით.
მე დამივიწყა ჩემმა გზამ და ახლა ფესვებმაც
არ მიმასწავლეს,სად წავიდე...ზევით თუ ქვევით.

მანკიერების სათავეში დავიდე ბინა,
ტანჯვისგან მალე მტვრად იქცევა გვარი,სახელი.
მე როცა ვკვდები,შენ კმაყოფილს საწოლში გძინავს,
არ გეკარება აღარც ფიქრი, აღარც ნაღველი...


...მე როცა ვკვდები,შენ კმაყოფილს საწოლში გძინავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
გარჩაპროგრამისტი2 წლის წინ

😍😍😍😍

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი