სიყვარული ისევ ვიწამე


თუ სამუდამო მხოლოდ სიტყვაა,
და სიყვარული დღეს არ არსებობს,
თუ ვარსკვლავები ბერდებიან,
და იმედი სულ იწურება,

როგორ გავიგო მე, აქ რა მინდა?
მე, პოეტს, ამ სამყაროში?
თუ სიყვარული სულ არ არსებობს,
მაშინ რატომ ვარ მე გაჩენილი?

შეყვარებულთა ნატეხი ფიცი
მეორე სკამიდან სულ კარგად მოსჩანს.
მეგობრობა ღალატით დნება,
ნათესაობა ერთმანეთს ხოცავს.

როდის გახდა სამყარო მსგავსი,
ასეთი უდრეკი, დაუნდობელი?
როდის შეძლო კაცმა სიცოცხლე
უსიყვარულოდ ამ სამყაროში?

მე ტრფობის ენით ვსაუბრობ,
რომანტიზმით ვარ შეპყრობილი.
როგორ უნდა დავწერო ლექსი
და ვიქადაგო სიცრუე მასში?

სად დაიკარგა ის სათნოება,
ის ბრძოლა და თავგანწირვა?
სად დაიკარგა ის ერთგულება,
რომლისთვის კაცი სულ მოკვდებოდა?

დღეს მე აქ ვზივარ შეშფოთებული,
ვცდილობ დავწერო ლექსი როგორმე,
და ზუსტად ახლა, ამ სიცივის ჟამს,
მე გამახსენდა ის ერთადერთი.

კალამი ფურცელს მალევე შეხვდა,
შავმა მელანმა მორთო კედლები.
გონება სწრაფად ამიმუშავდა,
მუზა მეწვია მე მისი სახით.

სტროფებს სტროფები მალევე მოჰყვა,
ადრენალინმა სულ მთლად მომიცვა.
თითქოს გამჩენმა ნიჭს უპასუხა,
იმ ნიჭს, რომელიც თვითონ მიბოძა.

ტანში სითბოს ნასახი გაჩნდა,
თითქოს მთელი ოთახი დათბა.
მასზე ფიქრებმა გაადნო ყინვა,
ჩემი გულიც კი სულ მალე მოთბა.

პოეტი ერთხმად მალევე დავტკბი,
ლექსი დავწერე მე მხოლოდ მასზე.
თითქოს მივიღე, რაც მე მინდოდა —
სიყვარული ისევ ვიწამე.
სიყვარული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი