ჩემი სინათლე, ჩემი ტკივილი


ჩემი მთვარე ხარ ბნელეთის ღამეს,
ერთადერთი ხარ, ვინც გზას მინათებს.
სულ რომ ათასი წელი გავიდეს,
არ შევიცვლები, მე შენ გპირდები.

ბევრი მტერი მყავს ჩემს უნებურად,
ისინი მტკენენ და ძალას მართმევენ,
მაგრამ ვერავინ ვერ შეედრება
შენ მოყენებულ დანით ჭრილობას.

როგორ აგიხსნა მე, როგორ მტკივა?
ხედავ, ლექსიც დავწერე.
მე ამას არ ვწერ, რომ შენ გატკინო,
მინდა, ტკივილი ლექსით გადმოვცე.

ალბათ, იფიქრებ: „რა გავაკეთე?“
ანდაც განმსჯი მე ამ ლექსისთვის.
მე პოეტი ვარ და მე მიყვარხარ,
სწორედ ამიტომ მტკივა, რაც მტკივა.

ყოველი ლექსი, რაც შემიქმნია,
მათი მთავარი გმირი შენა ხარ.
და იმედი მაქვს, ამას კითხულობ,
მინდა, გამიგო, როგორც ყოველთვის.
მიყვარხარტკივილიჭრილობასინათლე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი