⭕️ვალი


ვალი, ვალი, მოვალეობა, მოვალეობა – რა არის სიცოცხლე, მევახშის კანტორა? 

არავისი ვალიც არა გვაქვს

არც მშობლის
კი, გაგზარდა, გადაგყვა ხო? მაგრამ უყვარდი და იმიტომ. არ გკითხა, ისე გაგაჩინა და სიცოცხლე უფრო მეტი ტკივილია კიდევ, ვიდრე რამე კარგი 
მაგრამ უყვარხარ, გიყვარს და ყველაფერზე მეტია ეს, რა ვალების გადახდაზეა ლაპარაკი  

არც შვილის 
ვალის გასაცემად და მერე სიბერეში გამოსართმევად შვილის გაზრდა  სიმდაბლეა, ვალი კი არა, შვილი სიცოცხლის სიყვარულია 

არც ცოლის და ქმრის
ვალის აღებ–მიცემობა ან სავალო ციხეა ცოლქმრობა, ანუ ორი ადამიანის  ერთად ყოფნა? თუ განცდა და ადამიანურ შუქ–ჩრდილებში  ცხოვრება უბრალოდ? არ შეგიძლია და რის მოვალეობა, რა მოვალეობა, სიყვარულში და მითუმეტეს ვეღარატანაში რა უნდა მოვალეობას? 

არც და–ძმის – იმათი ვალი სულ არაფერი გაქვს, არც მოვალეობა, მაგრამ როგორ უყვართ, ვისაც მართლა უყვარს 

არც მეგობრის 
მითუმეტეს, ეს ყველაზე ნებაყოფილობითია, არც არსად ფორმდება შენ ირჩევ, კარგად  ექცევი  – სესხს არ გასცემ. კარგად  გექცევა  – ვალს არ გაძლევს, ვერც ვერავინ დაგავალებს, უმეგობრეო, გიყვარს და გყავს, აღარ გიყვარს– არ გყავს  

არც სამსახურის 
გინდა, გჭირდება და გაქვს, თუ გიყვარს – ბედნიერი ხარ. არ გინდა და მოვალე ხარო, ვერ დაგაკავებს ძალად ვერავინ 

არც სამშობლოს ვალი არა აქვს არავის. გიყვარს – გიყვარს გულით და სულით თავისი ყველაფრიანა, სიცოცხლესაც მისცემენ და რამდენს მიუცია, მაგრამ ჩასესეხებაა ეს? არ გიყვარს და  რატომ გაქვს ვალი იმ სასიცოცხლო სივრცის, რომელშიც გაჩნდი სრულიად  შემთხვევით? რა ვალი აქვს დათვს ტყის? 

და არც ღმერთი გაძლევს სესხს და უხდი მერე ვალს 
ღმერთი სადამსჯელო ორგანიზაციის გენერალი  და ცოდვების მიმტევებელი ოფისის მენეჯერი,  გაღებული სესხის ფასად – სანთლიდან დაწყებული ეკლესიის აშენებით დამთავრებული –  სურვილების შემსრულებელი მაგი რომ ჰგონიათ, სწორედ იმიტომ, რომ ავალებენ, ვალს ადებენ და მისი შიშით ცხოვრებაც მოვალეობიდან მოდის. ვის უყვარს დამშინებელი? . 
ღმერთიც უბრალოდ სიყვარულია და როგორც ყველა სიყვარული, უვალოა 
________________________________________
შეწუხდა გული ამ მევახშეობაში ცხოვრებით და ვალების გასტუმრებით და სესხების გაცემით აწყობილი სამყაროთი". 🙂

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი