'ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.

 მეთუ ქრისტეს ვეძებ, მე თუ ქრისტე მჭირდება, ნუთუ ვიღაცის ჯიპი დამაბრკოლებს მასთან მისასვლელად?
მე თუ დავაშავე უფლის წინაშე, იმის გამო არ უნდა შევინანო, რომ ვიღაცა მდიდრულად ცხოვრობს?
რას ვეტყვი მე უფალს, როდესაც მკითხავს, სად იყავი შვილო, რატომ არ მოხვედი ჩემამდე? მაშინ ხომ ვერაფრით გავიმართლებთ თავს, ვეღარავისკენ გავიშვერთ თითს, სამსჯავროზე მარტო ვიქნებით - მე და უფალი, სხვა არავინ.
მაგრამ მაინც თუ მაბრკოლებს მათი სიმდიდრე, რატომ არ მივდივარ ღარიბ მღვდელთან? არ მივდივართ იმიტომ რომ პრობლემა ჩვენს სულშია, და არა მათში, იქამდე არაფერი გვეშველება, სანამ ქრისტესთან ურთიერთობა ,,ჯიპებამდე" გვყვავს დაყვანილი.

შე მამაცხონებულო საკუთარი ურწმუნოება რატომ არ გაბრკოლებს? საკუთარი ცოდვები რატომ არ გაბრკოლებს? გადაშალე და წაიკითხე სახარება და იქნებ რა წერია, იქნებ მოგეწონოს და შეეშვა სხვას და მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე ვიფიქროთ.. 
გულსატკენია როდესაც ქრისტიანობას ქვეშ თელავენ ქრისტანები, არც კი იციან ვინ არის მათი ღმერთი და დაზდევენ ჯიპიან მამაოებს. 
ქრისტიანობაზე საუბარი ადვილია, მაგრამ ქრისტიანულად ცხოვრება რთული.
ან რა სიმდიდრე გააჩნიათ მათ? უდიდესი ნაწილი ძლივს ახერხებს ოჯახის გამოკვებას და იმათაც უკანასკნელ ლუკმებს ვუთვლით.
ჩვენ როგორ ვცხოვრობთ? ასი ლარი თუ გვაქვს ზედმეტად, ვაძლევთ კი თუნდაც ერთ ლარს სხვას?! 
მოდით ყველამ საკუთარ სინდისში ჩავიხედოთ და მხოლოდ საკუთარი სინდისისკენ ვიშვიროთ ხელი.
მე ამაყი ვარ რომ ქართული ეკლესიის წევრი ვარ, მე ამაყი ვარ, რომ ის მიდის ერთადერთი ჭეშმარიტი გზით და მე ვამაყობ ჩვენი სასულიერო დასით, რომელიც ძნელბედობის ჟამს იდგა, დგას და ყოველთვის იდგება იქ სადაც ერს დასჭირდება.')

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი