დავიბადო ნეტავ "ახლად"


ჩვენი სიბერე ჩვენს სხეულს და არა გულს ეხება…”
ხალხი ბუზებივით ირეოდა,მაგრამ ამდენ ხალხში მაინც მარტო იდგა ერთი, ღრმად მოხუცებული ქალი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. მოხუცს კარგად დავაკვირდი (საერთოდ ვერ ვიტან ადამიანს რომ მიაშტერდებიან ხოლმე, მაგრამ ეს სულ სხვა “მიშტერება” იყო)…სათნო გარეგნობა ქონდა,მის სახეს კარგად ვხედავდი,ერთ ხელში დიდი, აშკარად მძიმე ჩანთა ეჭირა, მეორე ხელით კი ხელჯოხს დაყრდნობოდა,სუფთად ეცვა,თუმცა ძველმოდურად,როგორც მათი ხნისებს სჩვევიათ ხოლმე…ვუყურებდი და თან ვგრძნობდი ცრემლები როგორ მომადგა თვალზე.
….იდგა ასე მარტოდ, ელოდა ტრანსპორტს, შეიძლება საერთოდ, არც არავინ ყავდა,იყო ეული, ან ყავდა,მაგრამ ყურადგებას მოკლებული, (როცა მარტო ხარ, აღარც სიცოცხლე გინდა) ჩემი გონების მიხვეულ-მოხვეულებში ამოტივტივდა ფიქრი: “ისიც ხომ ადამიანია, მასაც ჰქონდა ბავშვობა (შეიძლება ლაღი არა,მაგრამ მაინც ), ბავშვური გატაცებები,ოცნებები,უხაროდა ბავშვურად….. უყვარდა მეგობრები,მათთან ყოფნა,მოლხენა, ცხოვრობდა და იდგა მყარად, (შეიძლება არც კი),მაგრამ ემჩნეოდა რომ ახლა მყარად აღარ/ვეღარ იდგა, ჯოხს დაყრდნობოდა…ცხოვრებისეულმა ყოფამ თუ არა ახლა სიბერემ დალია…..გონებაში კიდევ მარავალმა აზრმა გამირბინა წამის მეასედებში…..რა არის ეს ცხოვრება, ჩვენც იგივე გველის, ვფიქრობდი კვლავ და უნებურად გონებაში ეს ყველაფერი ლექსად ამოტივტივდა….
როდესაც შეხედავ მოხუცს,ფიქრობ რომ იგივე გელის
ვერ გაექცევი ვერსად შემდგომ წლებს, ვერა…ვერსით;

მიაღწევ ისეთ ასაკს, ნაოჭები რომ გშვენის,

გაგახსენდება,ერთ დროს როგორ გიკრთოდა მკერდი ;

წლები თავისას შვება და ვერ პოულობ შვებას,

გული “ჩერდება” თითქოს, თუმც წლები თვისას ითხოვს,

გული ბავშვურად ძგერს,გინდა გაჩერდეს დღე,

თითქოს ვეღარ ძლებ მეტს;

სახეზე სიბერე ჩნდება, ნაოჭი-ნაოჭს ემატება,

სახეს თითქოს ეშხიც ეკარგება…

მაგრამ სულ სხვა “სილამაზე” დგება…”

მიყვარს ხნიერ ხალხთან ურთიერთობა, ბევრ საინტერესოს გაიგებ, ასეთს თუ ისეთს,ცხოვრებისეულს….იხსენებენ ხოლმე თავიანთ განვლილ ყოფას და რომ ეტყვი კი მაგრამ,წინ კიდევ გაქვთ ცხოვრება, გეტყვიან: “ჩვენ უკვე მოვხუცდით, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ, სანახავი ვნახეთ, ეს მოხუცები არავის ვჭირდებით (მე ასე არ მიმაჩნია), ახლა ახალგაზრდების დროა, თუმცა ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები…. ნეტავ დაბრუნება შეიძლებოდეს…”

“გადახედავ შენს ცხოვრებას, წამოგივა ცრემლი ნაზად

და მოგივა თავში აზრად-დავიბადო ნეტავ “ახლად”❤️

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი