გალაკტიონის ხსოვნას
მეხსიერებას სულ დაუღალავს, ახსოვს, დამტოვე შენით, გალაკტიონს კი კვლავ დაუფარავს- მანძილი 13 მეტრის... განა რა არის ? სულ ერთი მუჭა, ერთი ნაგლეჯი ზეცის, ფრთებს დაუფარავს ის ერთი სუნთქვა, და გზა 13 მეტრის... ააშრიალა პოეტმა ფრთები, სახე მიიღო მეფის, და სხვების სიცოცხლე სულაც არ ღირდა, აი, იმ 13 მეტრის... და გზა,რომელიც სხვაგან უხვევდა, უცებ გამოჩნდა ფერხთით მიწაზე გაჩნდა პოეტი, მფრინავი 13 მეტრის... მზეს მიეახლა, არ დადნა ფრთები გაინავარდა ზეცით, და ყველას გულში ის ჩაიმარხა, სიღრმით 13 მეტრის... შენ რომ გინდოდა, რომ შენ გრქმეოდა- გედი , დაჭრილი ბედით, ამიტომაა იფრინე ცოტა მანძილი 13 მეტრის... და გეხლებოდა სახეში ქარი, ერთგული მუზა ყოველი ლექსის, და ქვეყანაზე იშვა დუმილი პასუხად 13 მეტრის... სხვების ლექსები სულაც არა ღირს ,,ვერხვის ფოთლების" მტვერის, სანამ მოფრინავ თავისუფალი და ტყვე 13 მეტრის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი