დღის მთვარესავით უმწეო


მაგრამ მე რაღა უნდა ვთქვა ნეტავ,
რაც სათქმელია, უკვე ბევრჯერ თქვეს,
და რაც მინდოდა, რომ მექნა ახლა,
დიდი ხნის წინათ არაერთხელ ქნეს.

რად მინდა ამდენ ლექსს რომ ვწერ ნეტავ,
და რად ვოცნებობ ნეტავი ამდენს,
ჰომ ვიცი, ქარი წამართმევს ფიქრებს
და თოვლის სუნთქვაც ისევ გამამხელს..

ქარი ჩადგება, გული დაცხრება,
ატალახდება ცრემლებით თვალი,
-,,მოუსვენრობა ვერ მომერევა" - 
კვლავაც განაგრძობს სიცრუეს კაცი...

სიცრუეს, ანდა იმედს, უბრალოს,
ან რაცა ჰქვია - როგორც გენებოთ,
სიმშვიდის სახეს იღებენ კაცნი , 
მინდა სიმშვიდე მეც რომ შემეძლოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი