სამწერტილები...


სამი წერტილი, ვითომ დუმილი,
არადა ყბედობს, ვეღარ ჩერდება,
და იმდენ ამბავს ყვება წერტილი
ყოველი სიტყვა მის წინ ნებდება...

და ეს მანქანაც გასცდება შორეთს...
არადა სახლში ვარ ... არადა მძინავს...
და სამგზის სამწერტილს ტოვებს...
სიზმარი, მაშინ, როდესაც გვღვიძავს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი