დაკარგული მეგობარი


როცა სნეულებით მე დავწვი ღამე 
როცა ამტკივდა ხორცი და სული
როგორც კუნაპეტ ღამეში მთვარე
შენც, მეგობარო, ხარ დაკარგული...

მე კი კვლავ დამდევს იმედის ლანდი
და კვლავაც ვიცდი და ვუვლი ფიქნარს
ნეტავ ოდესმე გაგიყო დარდი
და თუნდაც მომკლან, და მოვკვდე იმწამს

მაგრამ, ვაგლახ, რომ ვერ შევძლებ - ვერა,
ასეა ჩემი ,,მაკთუბ'' და წერა,
ჩვენ უფრო მეტად იმაზე ვწუხვართ,
რაზეც ყოველთვის და ყველგან ვდუმვართ...

შენ მომიტანე ტანჯვა და სევდა
მაგრამ ხომ ხედავ, მე არა ვღელავ,
ყველა ტანჯვაში ვეძებ სიხარულს
რადგან მე ამ დროს სულ შენა გხედავ

და ამ წუთებში გიხმობ საშველად,
შენ, მეგობარო, დაკარგულს გეძებ,
გამოუხატავ გრძნობებს ხომ ვერა
და ვერასოდეს ვერ დავივიწყებთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი