ოთახი


წუხელის ღამით მე ვთრთოდი, მტკიოდა
ჩემთან ერთად კი სტკიოდა ოთახს,
მე კიდევ ჰო, მაგრამ ოთახიც ტიროდა
და მპირდებოდა ნუგეშს და ნდობას...

და ქვითინებდა ოთახი მფრთხალი,
ნეტავი ოთახს რაღა ატირებდა,
ჩემი შემხედვარე გაფითრდა კარიც,
რომელიც გაღებას აღარ აპირებდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი