ჰაიკუები (2)
დუმს ტელეფონი... კარი ჩარაზულა... დამაღამდა მარტოობის ალერსში ჩემი ერთადერთი ამფსონის - შაშვის გაუთავებელ გალობაში... კვლავ სიჩუმეა... არადა მარტის ველური მზეა არადა ჩემი დაბადების დღეა.... **** და აი, საუკეთესო მეგობრებს როგორც გათხოვილ ქვრივს ყოფილი ქმარი, დაავიწყდათ მგონი მეორედ, რომ დღეს დავიბადე... ალბათ მაგიტომ მე დღეს ბოროტმა და გულნატკენმა ფიქრებმა გამიტაცეს... **** ეჰ, რა იქნება მჭირდეს რამე დაავადება შენი თვალების და მეხსიერების სულ გადაკარგვის ... **** ვინ უწყის, რამდენი ლიტრი ცრემლისშემწოვია ეს დაწყევლილი თეთრი ბალიში ?! *** ჩემს დაბადების დღეზე, სიმარტოვის ორომტრიალში მწუხარ ქაოსში უცებ შორიდან მოულოდნელად გაწკარუნდა წყეული ტელეფონი - შეტყობინება მივიღე მაქთიკომისგან ... **** რატომ გგონია ძველმა იარამ ასე უბრალოდ გადაიარა? რატომ გგონია იმ სიყვარულმა ასე უბრალოდ გადამიარა ?!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი