ლევან აბაშიძეს ( და ყველა აფხაზეთში დაღუპულს )


შენ რომ წახვედი იმ ღამით მახსოვს,
მახსოვს ბეღურამ შეწყვიტა სტვენა,
მე ისიც მახსოვს ის იაც დაჭკნა,
ჩიტებმაც ვეღარ გაბედეს ფრენა...

შენ რომ წახვედი იმ ღამით მაშინ,
არ უწვიმია,იყო სიჩუმე,
და ის წუთები შენ რომ წაიღე,
გემუდარები, კვლავ დამიბრუნე...

არ აყვავილდა ის ალუბალიც,
შენ რომ წახვედი, მე მახსოვს მწარედ,
შერცხვენილი და გაბზარული,
მიხრიგინობდა ზეცაზე მთვარე...

სინდისით სწუხდა იმ ღამეს ზეცა,
იმ ღამეს ყველას რცხვენოდა შენი,
და სანამ ისევ მოდიან შენთან,
მშვენიერების საგნადვე რჩები...

მშვენიერება - სულის თვისება,
შენ შეითავსე,როგორც ვარსკვლავი,
და როცა მიწა გეპატარავა,
შენ გახდი ზეცა, როგორც მარცვალი,

მე კარგად მახსოვს, დიახაც კარგად,
არ ვიყავ მიწად მე მოვლენილი,
მაგრამ რად უნდა შენს მახსოვრობას,
მიწა ურწყული და შერცხვენილი...

მეხსიერება არ იზომება
იმით, რაც უკვე დანახულია,
მეხსიერება მომავლად აქცევს
იმას, რაც უკვე გარდასულია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი