***
მე შევნატროდი მარტო ყოფნას, გზას დაულეველს მე მიხაროდა შეკაზმული ფიქრით ჭენება ახლა ვეღარ ვჭვრეტ მე ჰორიზონტს კვლავ გაურკვეველს და მთელი გულით ვცდილობ ამოსასვლელ გზების შენებას ბნელ კუნჭულებში მიმიმწყვდია განმარტოებამ, უცხო მიზიდავს, ახლო მაფრთხობს, უკვე ვეღარ ვცნობ... კვლავ დაუძინელ მტრად გამხადეს საღამოებმა, თუმც გავხდი უბრად, ვეღარაფერს უკვე ვეღარ ვგრძნობ... გამიუცხოვდა თვალის ჩინი, გონება ცივი... განმარტოებამ მოიტანა გაუცხოება... ვიცი ძნელია, ამიტომაც მე კვლავაც ვიბრძვი, და თანაც ვაცდი ყოვლისმკურნალ ამა დროებას... თავს ობლადა ვგრძნობ, თუმც ვუყვარვარ მე ჩემს ახლობლებს, ვერა ვცნობ ჩემს თავს შორის თანზრდილთა და თანატოლებს, გული კი სადღაც ეძიებს სულ სხვა სიყვარულს და კვლავ უკუნი სიცივენი სტანჯავს იმავგულს... დაწერილია 2020 წელს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი