***


ვერ ვიტყვი, რომ როცა ვწერ ლექსს
შუაღამე იწვის დნება, მაგრამ გარეთ
გაზაფხული ნავარდობს და იფურჩქნება.
ვერ ვიტყვი, რომ მომერია სევდა - ადამს შეჩვეული
რადგან თვალწინ ჩამიფრინა
ჭრელ პეპელამ - ვით ეული...
ვიგრძენ რაღაც სასო მეცა,თითქოს რაღაც დასაწყისის,
განა ხშირად ხდება ხოლმე, რომ გრძნობა გაქვს სიხარულის?
ვერ იოკებ, ვერ წყნარდები,
აღტყინება გიმეგობრებს,
მაგრამ ერთ ჟამს მოიცადე
ეს სოფელი გიორმტერებს.
მე არ მითქვამს - არ გალაღდე,
არ ილხინო, არ იცინო,
მაგრამ ვიცი, განმიცდია,
ესე არის ეს ბუნება,
თავბრუს გახვევს, მოიხედავ,
და წაგიხდენს მაგ გუნებას...
არ მინდა, რომ შეგიცვალო
ეს ბავშვური იმედები,მაგრამ
გაჩვევ - ვერ იქნები, მუდამ - მარად ბედნიერი...
ალბათ ახლა ამ სტრიქონებს შეჰყურებ და იღიმები,
გინდა რაღაც კარგის სმენა, მე კი სულ ცუდს გეუბნები.
არაუშავრს, შენც მიხვდები,
შენც შეგიპყრობს მთვარის შუქი
შენც დაგბურავს მზე უწყალო,
მისი სხივი - მუქი, მწველი...
ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ღამემ იცის ჩემი საიდუმლო,
მაგრამ ვხვდები, სადღაცა შორს არის კიდევ სხვა უძილოც,
რომელს ფიქრად მოსდის აზრი - არჩევს კარგს და ამაოს,
ფანჯარასთან, სასთუმალთან, ეზოში თუ მიწაში,
ყველას უმძიმს, ყველა ურვის, ქრისტეს უხმობს ზეცაში...



03.04.2019  ორი წლის წინათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი