***


ზამთარში, ქარში ფანჯარას ვაღებდი
და სიხარულის იდუმალ ზრახვით
ოცნების მაღალ კოშკებს ვაგებდი
ახალგაზრდული, გიჟური ,,კრძალვით’’

მსურდა სიცივე და სისუფთავე
ჩემს ოთახს ეგრძნო და თან გაეგო 
ზამთრის სურნელი და სისავათე
ოთახში, როგორც ცეცხლი აენთო

მე კი ვუცქერდი ზამთრის პეიზაჟს
უბრალოს, გრილს, წმინდას და მწუხარს
და ვიხსენებდი მოკლულ კეისარს
ცოცხალს - უძლეველს, სიკვდილში - მდუმარს

მე მაკვირვებდა ფიფქთა ლიცლიცი
ამ სიცივეში როგორ მიცდიდი ?!
ღრუბელთა ჯარმა მოსპო ვარსკვლავნი
მე კი არ მოველ, - ვიყავ გამთბარი...

და ასე იყო ახლაც და წინაც, 
სიტყვას არ ძალუძს შეცვლა ყველაფრის,
შენ არ შეგეძლო უჩემოდ ყოფნა,
მე კი ვერ შევძელ მოსვლა შენამდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი