****


მე ვერ ვიხილე ელისეს მიდნვრები
დღეს არა, ხვალე გარდავიცვლები,
შენც უარს ეტყვი ნიმფა კალისფსოს
დასტოვებ, ვითომ არც ყოფილიყოს...

მე თუ მომწყინდა ქარის ზღაპრები
და თუ აღარ მაქვს მასთან სათქმელი
მანამდის სანამ ღამე დავწვექი
შენთვის დავანთე ცალი სანთელი...

სიტყვამ ვერა სთქვას რაც სათქმელია,
ცრემლი ნათქვამის დანაშრეტია,
თუ შენც მოგინდა რომ მითხრა რამე,
მარად ფხიზლად და მზად შემრაცხე ...




მდინარის პირას ზის მჭმუნვარე ჭაბუკი ესე
თუკი მოგაგნებს აფროდიტე, დაგიფენს ძეწნებს
თუ სიმარტოვის ტკბილ-სიმწარეს ავად განიცდი
შენ დინებანი ქრობის ნაცვლად დარდს თუ გაგიზრდის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი