***
მზე დიდებულ დღეს პირდება მოკვდავთ, ნუშის ხეები განშლას განაგრძობს, თავმინებებულ სუროს და ბალახს, ზაფხული თავის სიზმარს გაანდობს... პეპელა ისევ შეჰხარის ნათელს, ველებს მიაპობს ლურჯი ბაჭია, მგლებს კი ბოლომდე სიდინჯე მართებთ, სად გაგონილა მგელი - პრანჭია... და გარიჟრაჟზე, დილის სისხამზე, გამოდის ერთი კაცი სვეტივით, და უშველებელ ხელებს აღაპყრობს, თითქოს გარემოს ყნოსავს მგელივით... კაცი დიდხანს დგას ხელაპყრობილი, გამხდარი ტანით სულს ეფარება, და როგორც შავი მიწის საფლავი, ახლადამოსულ ყვავილებს ხვდება... ყვავილებს ისევ ასდით სურნელი, ვნების, ცოდვის და სიწმინდის ერთად, და სიცოცხლისთვის კარნახს განაგრძობს სიკვდილი ქცეული ჩემივე მზერად... ბერი კი კარებს იხურავს მშვიდად, სამკუთხა ოთახს ცალ სანთელს უნთებს, და სიმყუდროვე ამ კელიაში, თითქოს სამყაროს შუა თითს უშვერს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი