****


მიყვარს ნაძვებზე თოვლის დანახვა
და მაგიდაზე ჩაის ლაქების,
ოთახში სიჩუმის ხშირი მოსმენა
როცა არავინ მყავს ხმის გამცემი...

ჩემი სუნთქვის თვლა უსაქმობისას,
ანდაც ოცნება ხელმოცარული,
მინაზებული წვიმა და ღამე,
ან მარტის თოვლი შემოპარული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი