პოეზია პროზაში ანუ ერთი მცირე ნაფიქრალი


ჩემი მომავალი ბინა გამზადებულია. მომავალ ბინაში არ მინდა - მიწამიყრილზე კლაუსტროფობია მაქვს...
ახლა მე ისეთი უმწეო ვარ, როგორც მზე ღამით. 
მთვარეს მოწყვეტით უკუნი მიაქვს. 
გარეთ ფიფქები ცეკვავდნენ, მე დირიჟორი ვიყავ - ზედმეტი .
რას შევადარო ჩემი ცხოვრება ? - მკვდარ ზღვას, არაფერი ხარობს ... 
იგულისხმეს...
ადამის ტყავი მე გადამაცვეს, მთელი ცხოვრება ვეძებ ჩემს სახეს, და ნამდვილად კი ისა ვარ მხოლოდ, რადაც ტკივილი მე გადამაქცევს...
ღმერთი ყველაზე მარტოსული არსებაა ამ სამყაროში. 
უთქმელი მუსიკა მიყვარს, უსიტყვო. პირველითგან იყო სიტყვა. მაგრამ სიტყვა ყველაფერს ვერ იტევდა, ამიტომაც გამოიგონეს დუმილი. დუმილის ხანგრძლივობაში მჟღავნდება ადამიანი. 
გადავწყვიტე  სამი დღით ვიშიმშილო, ჩემს მეზობლად რაღაც შეწვეს. 
ყველაფერი, რაც გარედან მოდის, მახინჯია - წიგნიც, მეგობარიც, მუსიკაც, ფილმიც, რადგან მახინჯია ყველაფერი ის, რაც არასაკმარისია...საკმარისი მხოლოდ ჩემი გონებაა - ამოუწურავია. არსებობს ასეთი დღეები, ასეთ სიტყვებს რომ გათქმევინებს, სამწუხაროდ...
სარკე უცნაურად მიყურებდა თვალებში, მე არ შემიხედავს... 
ოთახში, ვისაც  არ უცეკვია მარტო, დებილივით, მას არ უცხოვრია. 
აზრები ლამაზად იბადება, მაგრამ ის, რაც იბადება - იბადება მტკივნეულად ...
მუზა არ არსებობს, არსებობს ტკივილი, რომელსაც მუზა დაარქვეს...
ჩემი ოცნება შევაგდე წუხელ ბუხარში - დიდი ალი ჰქონდა. ეხლა ნაცარია მისგან. 
ნუ გაიქცევი - სიკვდილი 4.6 მლნ გზის ჩემპიონია რბოლაში...
ორსიტყვიანი კითხვა მაწუხებს (ძალიან )  - და მერე  ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი