****
დაღარულ შუბლზე დროის მსვლელობისგან გაჩენილ ხნულებში ატმის რტოები უნდა აღმოგიცენო სიყვარულის იმ მარცვლებით, რომლებიც ჩემში ჩაგიდია. მე ყვავილი ვარ, მაგრამ ფესვებსაც ამოვგლეჯ მიწის საბანიდან, რომ შენ, ჩემი მებაღის დაღალულ ხელებს, მოგწვდე და მოგეალერსო. ერთად ვუძლებდით მზეებს, როცა მე გვირგვინს მიჭკნობდა და შენ - ახალგაზრდობის წლებს. მდელოზე მყოფ ყველა კეკლუც ყვავილს, გართობებს და ფლანგვას, აარიდე თავი და შენი ყოველი ფიქრი მომიძღვენი მე. შენ ხარ თავმიძღვნის განმარტება. ძველისძველ კედლებზე აყოლებულ ბებერ გვიმრებივით დარდი მიაყოლე სათითურს და მჩხვლეტავ წერტილებად ჩაიქსოვე რბილ, მთლიან სხეულში. მე-19 სართულის ფანჯრის მინის მიღმა გაელვებულ ნეკერჩხილსფერ თმას ვეღარ შენიშნავს შენობის წინ მდგარი ახალგაზრდა, - ასე ასრულებენ რომანტიკოსების არსებობას სამშენებლო კომპანიები. თუ სიყვარული არა, ობობები გადმოცოცდებიან სხეულიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი