დარდის ჰორიზონტი
სიცოცხლესაც აქვს სიკვდილის კარი. ადამიანი არ კვდება ერთხელ, ის ცხოვრობს ყველა ამოსუნთქვაში და კვდება დღეში ძალიან ბევრჯერ. მის ჭრილობებზე ტკივილს აქვს კერა, გულის სიღრმეში ჰყავს დიდი დარდი. ოცნების ფრთიან ჰორიზონტებზე შორიდან მოჩანს წითელი ვარდი. სიცარიელეს სტკივა ეკლები, ადამიანი კი დასდევს გრძნობებს. სიცოცხლესაც აქვს სიკვდილის კარი, მაგრამ სიკვდილი არ დასდევს ცოცხლებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი