ტაძარი
საცეცხლურიდან ამოხეთქილ სარკმევლის სუნით, ყველა შენი ჩასუნთქვა ღმერთი მგონია. ღამის წყვდიადში დაკარგული ეს ჩემი სული შენით საზრდოობს და შენი სუნთქვა ლოცვა მგონია. ხატის წინაშე ჩემ მიერ წარმოთქმული ყველა სიტყვა აღსარებაა, ხოლო სიმშვიდე, გულის სიღრმეში ნაპოვნი, ძალაა. ყოველ ტაძარში დანთებული ჩემი სანთელი ეს გალობაა; დასაბამიდან მოვლენილი, რაც კი არსებობს, ღმერთის კვალია. საკურთხეველთან მუხლმოდრეკილი ადამიანი მადლიერია, და ეს ვარსკვლავიც, ცაზე კაშკაშა, მანათობელი ანგელოზია. სიბნელის სახლში, სინათლის შუქით, რწმენას ვატარებ მე ჩემი სულით, რომელიც ელის კურთხევას ცისგან, რათა ილოცოს მფარველის ხატთან და შემოქმედმა, თავისი მადლით, ეს ჩემი სული აქციოს ტაძრად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი