ქალი


ქალი – არსება ღვთისა,
თითქოს ალალი ვარდი:
გარეთ ლამაზი, მაგრამ
შიგნით სულ ეკლიანი.
ქალი სიყვარულს თესავს,
ქალი არსება ცისა,
ის სილამაზეს აფრქვევს,
ვითა ედემის ვაშლი.
ის ძლიერია მუდამ –
ქარში, ავდარში, თოვლში,
და გამძლეობა მისი
გამოცდილია საქმით.
ის არასოდეს ტირის,
მას მხოლოდ სტკივა გული,
მაგრამ მაშინაც ქალი
თესავს სიყვარულს ირგვლივ.
მეც ამაყი ვარ, ხალხო,
რადგან მე მქვია ქალი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი