დედამიწა ნუ ტრიალებ ამდენს ..
დედამიწა ნუ ტრიალებ ამდენს, შემიჩერე, გადავიდე მინდა, მე არ მყოფნის სივრცე, სული არ ძლებს და გაფრენა გადამედო ციდან. და მიწაზე სხვანაირად ვაფრენ, წარმოსახვით შემოვუვლი ზეცას, შენც კი იცი, თუ რამდენ დროს მართმევ, ახლა თეთრი ფრეთები უნდა მეცვას. გამაგიჟებს წარმოსახვა მალე, მარად ფრთების მარადიულ ლოდინს, რომ ვიჯერებ და არ მიშვებ, ამდენ ფიქრზე ჩემი გაფრენის დრო მოდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი