გიჟად შემრაცხეთ
გიჟად შემრაცხეთ, თუკი მინდა ტაშსაც დაგიკრავთ, არც თქვენი სიტყვა შემომრჩება სულში ტკივილად, მაგრამ თქვენს გზაზე ვერასოდეს ვეღარ წამიყვანთ, მე ეგ სიტყვები არასოდეს მაქცევს "ტირილად" გიჟად შემრაცხეთ, ვიცი იტყვით: ნება ჩემია, მაგრამ მე არ ვარ თქვენი ნების მარიონეტი, არც იმასა გთხოვთ აღიაროთ ''ვინმეს გენია'' და არც იმას, რომ დამინახოთ როგორც პოეტი. მე ეგ კრიტიკა მაძლიერებს, მზრდის და მახარებს არა, არასდროს მომაყენებს სულში ჭრილობას, მე ის ჩემს თავში არარსებულ პოეტს მაყვარებს და ვინც მიზნისკენ ნაბიჯებს დგამს, თუნდაც ცდილობს, მას. გზაზე ათასი ბარიერი დახვდება, რადგან გამოვიცადოთ თუ ნამდვილად მიზნისკენ გვინდა, ამ ბარიერსაც სულ მარტივად გზად გადავკარგავთ და სირთულეები? ღმერთო ჩემო ნამდვილად ღირდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
ვაუ👏👏