შენს თვალებიდან ზეცა გამოჩნდა ..


შენს თვალებიდან ზეცა გამოჩნდა,
ცამ მარტოობა არ გაპატია,
დრო კი ყველაფერს წამში გამოსცდა,
ამ სამყაროში ვერ დაგატია..

შენს თვალებიდან ზეცა გამოჩნდა,
მიწაზე ხარ და ზეცას ეკუთვნი,
უკვე იმდენი გხვდება გამოცდა
და ამ გამოცდის საშიში წუთი..

სულში ატეხავს უხმო ფორიაქს,
მაგრამ ნაბიჯი უფრო წინ იწევს,
ვიღაც მოვა და შენი გგონია,
ის კი გულითაც სჩადის სიბილწეს..

შენს თვალებიდან ზეცა გამოჩნდა,
კვალი ღრმად არის გამჯდარი სულში,
ვერ შეგაშინებს შენ ეს გამოცდა,
როცა სიყვარულს სიძულვილს უშლი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი