ფერისცვალება
ნუთუ,ოდესმე შემოდგომის ამ ყვითელ ფოთლებს, კვლავ მოუნდებათ შუაღამით ქარში შრიალი... ნუთუ,ოდესმე ამ ქვეყნიდან გარდასულ მგოსნებს კვლავ მოუნდებათ,რომ ავმღერდეთ მათებრ ტიალნი. ნუთუ,ოდესმე დაიწყება სიცივე მარად და კვლავ დადგება გაყინული,თეთრი ზამთარი... გაიყინება ყველაფერი აქ,მთად და ბარად დაიფარება თოვლით გზა და ყველა სახლ-კარი. ზამთარი ისევ მოიტანს ამ ყინვას სიცივეს, დაიფარება თოვლით ყველა ჩემი ფიქრები... რასაც ამბობდა შემოდგომა,იტყვის იგივეს და ჩამოწვება ჩემს თვალებშიც ცივი ნისლები. თუმცა,ოდესმე ხომ დადგება ეს გაზაფხული? გადარეული მარტი მაინც არ შეწყვეტს თოვას, აპრილ-მაისში აყვავდება ტყე არნახული, სადღაც შორიდან თბილი,ნაზი ზაფხულიც მოვა. ხედავ,ბუნება უცაბედად როგორ იცვლება? თითქოს ცვლილება განიცადეს ჩემმა ფიქრებმაც. ...და იმედით,რომ შუა ზამთარშიც კვლავ გათენდება, წერა ისწავლეს ამ დაღლილმა ჩემმა თითებმა. ცხელი ზაფხული და ზამთარი სრულ კონტრასტს ქმნიან, ამ გაზაფხულს კი შემოოგომის იმედი ჰქვია; და თუმცა ცივი,ზოგჯერ ცხელი ქარები ქრიან, რაც არის ადრე,ის ოდესმე იქნება გვიან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი