ქარიშხალი


მომინდა ლოცვა და ღვთის დიდება,
დაკარგეს აზრი უკვე სიტყვებმაც.
... და ქარიშხალი მაშინ იწყება,
სიყვარული რომ ბრძოლად იქცევა.

არყის ჭიქები რომ დაიმტვრევა,
ლექსების წერა მაშინ იწყება.
...და თუ ოდესმე ზღვა დაილევა
კოვზით,ამაზეც ვინმე მოჰყვება.

დაკარგეს აზრი სიტყვებმა უკვე,
და აღარ ვიცი დავწერო რაზე;
მე თუ მომისმენთ გაიგებთ უკეთ,
რატომ მოძრაობს ღრუბელი ცაზე.

ჰო,რას ვამბობდი? - ქარიშხალი იწყება მგონი,
მემგონი უკვე სიყვარული ქცეულა ბრძოლად.
მე ნუ მომისმენთ,
ნუ აჰყვებით სიტყვებს მოგონილს,
ბევრი დავწერე,მაგრამ დამრჩა სთქმელი ბლომად.

ის ვერ გითხარით,რა ქარიშხალი,
ან რა შუაშია არყის ჭიქები...
თუ სადმე მისჩანს დახშული კარი,
თუ არ გასვენებს ღამე ფიქრები;
ესეიგი ბრძოლას ეძლევი მაშინ,
ესეიგი მოდის შორი დროება,
გრძნობ,რომ ვეღარ შლი უკვე ფრთებს ქარში
და არ გინდება გამეორება;
იმ წამის,გულს რომ გიკლავდა ადრე,
ვერც ტიროდი და არც გასვენებდა,
ვეღარც იმაზე ვეღარ ფიქრობდი,
ღამით რომ წვიმა დაგასველებდა.

ვერც ვერაფერზე ფიქრობდი მაშინ,
ვერც ვერაფერზე ვერ ფიქრობ ახლა,
თუმცა სიყვარულს ეძლევა აზრი,
როცა თან რაღაც ტკივილი ახლავს.

...და მერე იწყებ წერას ლექსისას,
ლექსის,დიდის და გაუთავებლის.
...და ჩამოკიდებ ოთახში ქისას
ერთს სიყვარულის და ერთს დარდების.

ზოგი პოეტი თრიაქს ეწევა,
ზოგი საწერად ქარში გამოდის,
მოდი შევწყვიტავ ახლა მეც წერას,
მემგონი უსასრულო გამომდის.

მოკლედ,მხოლოდ ეს მინდოდა მეთქვა,
რომ ქარიშხალი იწყება იმ დროს,
როცა არ იცი რა უნდა გეთქვა,
როცა ოცნებაც აღარ ღის თითქოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი