ორი ტრაგედია
ბუნდოვნად მახსოვს შემოდგომოს მშფოთვარე დილა, გაყვითლებული ფოთლები რომ თავზე მეყარა, მზე იღვრებოდა,ძველებურად აფრქვევდა სხივებს, მაგრამ დამემსხვრა,თავს დამეფშვნა ჩემი ქვეყანა. ბუნდოვნად მახსოვს გაზაფხულის მშფოთვარე დილაც, იასამანი და გვირილა თავზე მეყარა, მზე ძველებურად თეთრი ღრუბლიდან გადმოღვრილა, ...ისევ დამემსხვრა,თავს დამატყდა ჩემი ქვეყანა. ... და ჩამომექცა ცათამბჯენის ყველა აგური, დაატყდა მეხი წუთისოფელს მოულოდნელად, ვეღარ გამიძლო სხეულმა და დამემსხვრა გული, ტყვია ფანტავდა ვაშლის კვირტებს გულ ულმობელად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი