აღარ დავიწყებ...


აღარ დავიწყებ ფიქრებს იმაზე,
რა სიტყვას უკეთ რა  ერითმება,
არც გაზაფხულის მსუბუქ წვიმაზე...
აღარაფერი არ მაფიქრდება...

ზამთარმა უკვე გამოიმარტა,
არ მივიკერებ მწერლის იარლიყს,
რადგან ფიქრებმა თუკი იმატა,
ამ სტროფებს ვინმე მიწას მიაყრის...

ანდა დაჯდება და დაიწყება
ლექსების კითხვის ათ ასი წუთი;
...და ის დღე აღარ დამავიწყდება,
ვით ქრისტეს ჯვარცმის წინა დღე ხუთი.

აღარ დავიწყებ ფიქრებს წერაზე,
აღარც წვიმაზე და მარტის თვეზე;
მაგრამ სადღაც შორს,ხის კენწეროზე,
ჩიტების ბუდეს დღესაც კი ვეძებ.

ვინმემ პოეტად გადამაქციოს,
აღარ დავიწყებ ამის მუდარას;
...და ყურს დავუგდებ შუა ღამის სიოს
...და თავს გავატან ღამის სუდარას...

აღარ დავიწყებ ფიქრებს იმაზე,
რა სიტყვას უკეთ რა ერითმება.
...და წუხანდელი ღამის სიზმარზე,
ახლა ოცნებაც აღარ მინდება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

3 კომენტარი
გიორგი ვასაძე სტუდენტი2 წლის წინ

კარგია

გიორგი ვასაძე სტუდენტი2 წლის წინ

😇😇😇😊😊

პატრიკ ჯეინიმასწავლებელი2 წლის წინ

კარგი ლექსია.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი