კათარზისი
აღარ იფიქრო აღარაფერზე, ფიქრებითა ხარ უკვე დაღლილი; აღარც იმაზე, დღეს ავტობუსში რომ არ დაუთმე მოხუცს ადგილი... იქნებ იმ წუთას გახდი ოთხმიცის, გული გონებას ვეღარ იჭერდა; იქნებ იმ წუთას მოსწყდი სამყაროს და იმ მოხუცზე მეტად გიჭირდა. აღარ იფიქრო,დრო რად დაკარგე, ოცი წლისა რად გაჭაღარავდი... სამყაროს მაინც ვერ დაალაგებ, მაშინ კი ტკივილს ვერ დამალავდი. რადგან ფანჯარას სახემიყრდნობილს, მოგწყდა თვალიდან ცრემლის მარცვალი; აღარაფერი დარჩა იმ დროის, გულმოუკლავი,წმინდა,ალალი. ნუ ფიქრობ,სულაც ნუ ფიქრობ რამეს; მიენდე ლექსის მხოლოდ ამ სტრიქონს; თორემ სამყარო გადაგრევს ლამის; ...და ვერ დაიწყებ სიმღერას თითქოს. ამ ლექსს კი,მოდი,ხვალ დავამთავრებ, მეც დავიღალე უკვე ფიქრებით; დღეს ვერც სამყაროს ვერ დავალაგებ, ვეღარც პოეტი ვეღარ ვიქნები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
2 კომენტარი
ეს ლექსი მომეწონა ძალიან შეიძლება გავაზიარო?
დიახ