ზოგჯერ...
ზოგჯერ ბევრს ვითხოვ,ზოგჯერ სულ ცოტას; ზოგჯერ საერთოდ არაფერს ვითხოვ... იქნებ,ხანდახან სულ არ ღირს მოცდა, მაგრამ ბავშვივით,შენ მაინც გიხმობ. თუმცა სიტყვებიც გამომელია, ზოგჯერ ბევრია იქნებ სიტყვები; ზოგჯერ ლოდინიც ძლიერ ძნელია, ზოგჯერ ამ ცივ გზებს უხმოდ მივყვები... ხანდახან ქუჩებს;ხანდახან ყანებს; ხანდახან ველებს გავყვები უხმოდ; მაისში,როცა ვარდი იხარებს, ზაფხულის ჭრელ გზებს ჩემთან კვლავ ვუხმობ... ზოგჯერ ბევრს ვმღერი და ზოგჯერ ვერა; ზოგჯერ,საერთოდ,ხმასაც ვერ ვიღებ; ზოგჯერ საერთოდ არ მინდა წერა; ზოგჯერ რითმებით ქვეყანას ვიკლებ... ვიცი,ხანდახან სულ არ ღირს მოცდა, მაგრამ ბავშვივით მე მაინც გელი... ზოგჯერ ბევრია და ზოგჯერ ცოტა, სიტყვები მაინც ვერაფერს შველის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
🥰🥰🤩🤩