გა'მე...
არ განმეორდი,ვით შარშანდელი გაზაფხული წელს არ განმეორდა, არ მიწერია მაშინ ამდენი, მაგრამ სათქმელი არ მელეოდა. თუმც გაზაფხული წელს ისევე გა(მე)ოცდება, ისევ ვიქნები ის ობოლი,ნაზი არსება; კვლავ შემომიტევს,შემაწუხებს შენზე ოცნება, გაზაფხული კი წელს უშენოდ გა(მე)ასდება. ისეთივეა გაზაფხული,ვით ასი წლის წინ, ია-ვარდებით მოფენილი,გამთბარი სხივით... ასი წლის წინათ როგორც წვიმდა,ახლაც ისე წვიმს; ახლაც ისევე მოვწყდი ციდან ვარსკვლავებივით. გა'მე'ორდება ყველაფერი იმდროინდელი, სულ სხვა ფერად და სულ სხვაგვარად გამეორდება, შენ აღარ მოხვალ საიდანღაც ნაბიჯით ნელით, აღარ მოხვალ და დასრულდება გა'მე'ოცება. კვლავ შემომიტევს,შემაწუხებს შენზე ოცნება, ისევ ვიქნები ის ობოლი ნაზი არსება ...და ყველაფერი სულ სხვა გვარად გა(მე)ოცდება... ...და ყველაფერი სულ სხვა გვარად გა(მე)ასდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი