გადაამეტეს ფიქრებმა...


გადაამეტეს ფიქრებმა გრძნობებს;
გადაამეტეს სიტყვებმა საზღვარს;
ფიქრის,ლექსის და სიტყვების მორევს
და ფანტაზიას შემოუსაზღვრავს
აღარ აღელვებთ არც ქარიშხალი,
აღარც სიცივე და აღარც სეტყვა;
ზაფხული დაწვავს ძველ მოგონებებს
(ნეტავ მანამდეც რაღაცა მეთქვა);

გადაამეტეს საზღვარს სიტყვებმა,
ზოგჯერ ნატიფმა,ზოგჯერ ველურმა;
ეს ლექსიც გროშად გაიყიდება
(უკვე დამღალა გადარეულმა).

....

ზაფხულმა დაწვა ის მოგონება,
(ცხელმა ზაფხულმა ჩაფერფლა უკვე);
იქნებ გამიგონ სხვა გოგონებმაც,
ჩემი ლექსები წარმოთქვან უკეთ.
 
გადაამეტეს ფიქრებმა გრძნობებს,
გადაამეტეს სიტყვებმა საზღვარს,
ფიქრის,ლექსის და სიტყვების მორევს
(ვიცი,გავუძლებ დღეს ამ ცივ ზამთარს).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი