დილით ისევ გამაღვიძა...


დილით ისევ გამაღვიძა 
მატარებლის გუგუნმა;
ვაი,იმ დღის მოგონებით
ვერ გამიძლოს თუ გულმა.

ისევ შვენით წვიმის წვეთი
გადაღლილ ვაზის კვირტებს;
ნეტავ რა ვთქვა კიდევ მეტი?...
გათენდა,მზე იღვიძებს.

მე კი მხოლოდ მატარებლის
გამაღვიძებს გუგუნი;
არსიდან ხმა პატარების,
არც გუგუნი გუგულის.

...და ეს მხოლოდ იმ დღის მერე,
ვერ გამიძლო რომ გულმა;
არც კი ვიცი რა დავწერე,
ისე მიხმო ბულბულმა.

არსაიდან არც სიმღერა,
არც ჩიტების ჟღურტული;
ღამით ხან მაღვიძებს ბუ,
ხან მატარებლის გუგუნი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი