თბილისი
ჩემს ეზოში ვარდი ისევ ჭკნება, ყველაფერი ისევ იცვლის ალაგს; ...და ვერაფერს ვეღარ მოუყვება ქარი მაისით გადაღლილ ქალაქს. ჩემს ქალაქში დაშრა ყველა გუბე და ფერები გახდა უფრო ბაცი; მე იმ დღეებს ვერარა გავუგე ზამთარს როცა ნატრულობდა კაცი. ...და გზად ვთელავ გამხმარ იასამნებს, (მაისში რომ რომ ხმას უცვლიან თბილ სიმს), თუმც სიბნელე კი ვერაფერს ავნებს, სიცივეში ჩაეძინა თბილისს. ჩემს ქალაქში დაშრა ყველა გუბე და ფერები გახდა უფრო ბაცი; მე იმ დღეებს ვერარა გავუგე ზამთარს როცა ნატრულობდა კაცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი