უკვე გადასცილდა საათი თორმეტს
ჰო, უკვე გადასცილდა საათი თორმეტს, ღამე შეექცევა წამებს მადიანად, დარდსა და ტკივილებს ძილი ჩაყლაპავდა, რომ ჩამძინებოდა, ალბათ, ადრიანად... მაგრამ ვერ ვისვენებ, სული მეხუთება, გული რატომ ფეთქავს ასე გამალებით? ფიქრო, რა მძიმე ხარ ზოგჯერ ღამღამობით, ნეტავ, რას მიაღწევ ჩემი გაწვალებით?! როცა გათენდება, ალბათ, მოგიშორებ, სიცოცხლეს უბადრუკს ფასი დაედება, ადამიანობას ვიგრძნობ და სხეულში სული გაიღვიძებს, რაკი გათენდება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი