წარმოიდგინე ადამიანების ცხოვრება რა საინტეერესოა


ვზივარ, ფანჯრიდან ვაკვირდები  მოსიარულე სილუეტებს. ერთი შეხედვით ყველა  ერთნაირია, უემოციო და უუფერული  არავის ცალია შენთვის.  თუმცა  თითოეულ მათგანს საკუთარი ცხოვრება აქვს.  თითოეული მათგანი განსხვავებულია, თავის შინაგანი სამყაროთი და ფიქრებით.

წარმოიდგინე  ადამიანების ცხოვრება რა საინტერესოა,   დიახ საინტერესოა.

საინტერესოა მეეზოვეს  ცხოვრება რატომ უწევს დილის 6 ზე ქუჩებს გალამაზება?  სახლში ვინ ელოდება? მშიერი შვილი, დედა, მამა თუ უბრალოდ სწავლისთვის ჭირდება ფული? თუ  პურის ფული არ აქვს? 

 საინტერესოა იმ ხალხის ცხოვრებაც რომლებსაც, აურაცხელი ფული აქვთ. რომლებიც  ვერ აფასებენ იმას რაც აქვთ ,რომელთაც არ განუცდიათ  რამის უკმარისობა. რომელთაც ყველაფერი აქვთ რაც სურთ.როგორ ატარებენ ცხოვრებას.

 საინეტრესოა იმ პატარა ბავშვების ცხოვრებაც,  რომელთაც ჯერ სადარდებელი მხოლოდ ის აქვთ გარეთ გაუშვებენ თუ არა მშობლები.

 საინტერესოა ხელოვანის ცხოვრება, როგორ გადმოცემს ტილოზე იმ გრძნობებს რასაც განიცდის. როგორია მისი  სამუშაო გარემო  ის ადგილი სადაც გენიალურ  ნამუშევრებს ქმნის.

საინტერესოა მწერლის ცხოვრება, როგორ აღწერს იმ შეგრძნებებს და მოვლენებს რასაც ხედავს და გრძნობს. როგორ გადმოცემს ჩვენამდე თავის ფანტაზიის უნარს.

საინტერესოა იმ მოხუცების ცხოვრებაც რომელსაც, ახლა სახლიც კი არ აქვთ. ადრე კი, ყველაფერი გააჩნდა და ერთ დროს ღირსეული პროფესიაც  ჰქონდა. ყოველთვის მომწონდა ასეთ ადამიანებთან საუბარი,  უბრალო და განათლებულ ხალხთან. რომელთა თვალები სულ სხვანაირად ციმციმებს, და გვიამობს თავის ჭრილობებზე. 

შეყვარებული წყვილის ცხოვრებაც მაინტერსებს რას განიცდიან ჩხუბისას, პირველი მიყვარხარ-ს თქმისას, მართლა ასეთი საოცარი გრძნობაა სიყვარული ? თუ უბრალოდ წიგნებსა და ფილმებში აიდიალებენ? წარმოიდგინე ადამიანები იბადებიან, სხვა ადამიანებისთვის ერთმანეთისთვის იბადებიან. მეორე ნახევრის პრიციპით პოულობენ ერთმანეთს, განიცდიან ტკივილს, ბედნიერებას, სიყვარულს, მწუხარებას. მარცხდებიან იმარჯვებენ არ ნებდებიან და კვლავ ძლიერდებიან.

იმ ადამიანების ცხოვრებაც მაინტერსებს ექიმმა მძიმე დიაგნოზი, რომ დაუსვა როგორ ატარებენ თავიანთი სიცოცხლის ბოლო დღეებს .სიცოცხლით ტკბებიან თუ უბრალოდ სიკვიდილის დღეს ელოდებიან? 

მკვლელების ცხოვრებაც  მაინტერსებს , არა იმ პერიოდს არ ვგულისხმობ თუ რას აკეთებენ საკანში მთელი დარჩენილი ცხოვრება. არამედ ის თუ როგორ იმეტებენ სხვა ადამიანებს როგორ წირავენ სხვას.



და ასე და ასე , უსასრულოდ შემიძლია საუბარი. 
მოკლედ ,რომ ვთქვა სიცოცხლე საინტერესოა ყველა ცუდი და დადებითი მხარეს მიუხედავ.
 

წარმოიდგინე ადამიანების ცხოვრება რა საინტერესოა, დიახ საინტერესოა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი